23:37 - 12 Aug, 2026
|
2016-07-12 11:34:16, 967 ნახვა
რეგიონი
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა
სირიაში, საბრძოლო მოქმედებებისას კიდევ ერთი პანკისელი, 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ქავთაროვი 2003 წლამდე პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა, შემდეგ გროზნოში გადავიდა და ბოლოს საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად. ქავთაროვი 2014 წლიდან სირიაში იმყოფებოდა. მას, მეუღლე და 3 შვილი ჰყავს, რომლებიც საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას ნათესავები პანკისის ხეობაში ჰყავს. შეგახსენებთ, რომ რუსლან ქავთაროვი მე-19 პანკისელია, რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს 50-მდე პანკისელი იბრძვის.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)