04:16 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 19:37:13, 1045 ნახვა

სხვადასხვა
გორის მუნიციპალიტეტში პროექტის „კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში II" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში პროექტი „კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში II" იწყება. პროექტთან დაკავშირებით დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი წვერავა „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა.

პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები და საგანმანათლებლო სემინარები.

პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიის წამოწყება შერჩეული ბენეფიციარებისა და სამიზნე ჯგუფებში კლიმატის ცვლილების შედეგად მიღებულ გარემოსდაცვით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. პროექტი ასევე გულისხმობს ადვოკატირების კუთხით ეროვნულ დონეზე შესაბამისი მასალების მომზადებას.

„კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში II" ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ახალგაზრდების ჩართულობაზე.

პროექტის განხორციელებისათვის ორგანიზაცია იყენებს წარმატებით აპრობირებულ მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს როგორც საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ, ასევე პოლიტიკური ლობირების ინსტრუმენტს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics