|
2016-06-28 18:16:14, 820 ნახვა
სამხედრო
სერჟანტებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტებმა პროფესიული დღესასწაული წელს მესამედ აღნიშნეს. სადღესასწაულო ღონისძიება გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. „მინდა მივულოცო სერჟანტებს. ისინი ჯარის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. შეიარაღებული ძალების სიჯანსაღე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მათ საუკეთესო შესაძლებლობებსა და უნარებზე. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეს რგოლი გავაძლიეროთ. ვფიქრობ, სერჟანტთა მომზადების ცენტრი საუკეთესო დასტურია იმ დამოკიდებულებისა, რომელიც შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროს სერჟანტების მიმართ აქვთ - ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე და საუკეთესოდ აღჭურვილი წერტილია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ყველას ვულოცავ, წარმატებებს ვუსურვებ კარიერულ წინსვლაში, საკუთარი უნარების გამოყენება არ დასჭირვებოდეთ საბრძოლო პირობებში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი აღნიშნა, რომ სერჟანტთა ინსტიტუტი დღითიდღე ძლიერდება და ვითარდება. სერჟანტებმა თეორიული, ხოლო სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელთა პირადმა შემადგენლობამ ტაქტიკური მეცადინეობა ჩაატარეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა ინტელექტუალური თამაში, რომელშიც შეიარაღებული ძალების სერჟანტების ცხრა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებულ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სერჟანტების გუნდს გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გარდამავალი თასი გადასცა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ და თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) წარმომადგენელმა ჯონი ბუშიჰედმა მიმართეს. ღონისძიებებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებისა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)