|
2016-06-28 14:07:00, 1173 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვცვლით რეპრესიულ კულტურას და შემოგვაქვს დაბალანსებული ანტინარკოტიკული პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, რომელიც სამედიცინო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგაა მიმართული. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მედიკამენტების გაყალბება ტრანსნაციონალური დანაშაულია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთულია და ამ კუთხით მთავრობამ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა და საზოგადოებამ უნდა ითანამშრომლონ. მინისტრმა იმ საკანონმდებლო ბაზასა და ინსტიტუციურ მექანიზმებზე ისაუბრა, რაც მედიკამენტების გაყალბების დანაშაულთან წარმატებული ბრძოლის საშუალებას იძლევა. მისი თქმით, საკანონმდებლო ბაზას „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი ქმნის. კერძოდ, კრიმინალიზებულია უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა კი პასუხისმგებლობას აწესებს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირისათვის. თუმცა, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, წამლების გაყალბების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის შესაძლოა, კანონმდებლობა კიდევ დაიხვეწოს. იუსტიციის მინისტრმა ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზეც ისაუბრა: „ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვცვლით რეპრესიულ კულტურას და შემოგვაქვს დაბალანსებული ანტინარკოტიკული პოლიტიკა, რომლის თითოეული მიმართულება არის ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპზე დამყარებული. ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია მიმართულია ნარკოტიკების მოთხოვნისა და მიწოდების შემცირებისკენ, ნარკომანიისგან გამოწვეული ზიანის შემცირებისკენ, მონიტორინგისა და კოორდინაციის გაძლიერებისკენ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ანტინარკოტიკული პოლიტიკა ძალიან მგრძნობიარე თემაა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიება არის კვლავ განსახორციელებელი“, - აღნიშნა წულუკიანმა. სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ფალსიფიცირებული მედიკამენტების შესახებ; მომოიხილეს ის საფრთხეები, რომლებსაც ასეთი წამლები მომხმარებლების ჯანმრთელობას უქმნის. კონფერენციის დიდი ნაწილი სამედიცინო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიკამენტების ფალსიფიცირების პრევენციის საკითხებს დაეთმო. შედგა თემატური სესიები, რომელთა ფარგლებშიც ღონისძიებების მონაწილეებმა დისკუსიები გამართეს და ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს ფალსიფიცირებული მედიკამენტების კუთხით არსებული პრობლემებისა და მათთან ბრძოლის შესახებ.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)