23:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 11:43:57, 1065 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბუნდესტაგის საბიუჯეტო აუდიტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საბიუჯეტო აუდიტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საბიუჯეტო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე, ბეტინა ჰაგედორნი ხელმძღვანელობს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა გერმანიის მხარდაჭერისთვის როგორც ფინანსური დახმარების კუთხით, ასევე, ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები. ამჟამად საჯარო სექტორში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, 6 პროექტი მიმდინარეობს წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის სფეროებში და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის მიზნით. მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 195.4 მილიონ ევროს შეადგენს.

საუბარი, ასევე, შეეხო ტექნიკური დახმარების საკითხებს, რომელიც ქვეყანაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით მიმდინარეობს. როგორც აღინიშნა, მნიშნელოვანია GIZ-ის მიერ გაწეული ტექნიკური მხარდაჭერა საჯარო ფინანსების მართვის კუთხითაც, რაც მოიცავს გერმანელი ექსპერტების მონაწილეობას ტრენინგების მომზადებაში, გერმანიის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას თანამშრომელებისათვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრამული ბიუჯეტირების, სახელმწიფო შიდა კონტროლის, საერთაშორისო დაბეგვრის, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებებით გერმანელი პარტნიორების დახმარებას.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საბიუჯეტო აუდიტის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 30 ივნისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics