|
2016-06-27 18:07:41, 2665 ნახვა
ეკონომიკა Lifestyle
რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზს ასახელებს
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. როგორც გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მთავრობისა და მისი მომსახურე ექსპერტების დამაიმედებელი პროგნოზების მიუხედავად, ლარი კვლავ არასტაბილურობის ზონაში შევიდა. სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრობლემა სუსტ ეკონომიკურ ზრდაში, მთავრობის არასწორ ეკონომიკურ ნაბიჯებში და სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის გეგმის არქონაში უნდა ვეძებოთ. „გაუფასურების პროცესი ორი კვირის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ უჩანს დასტაბილურების პირი. ამის მიზეზი რამდენიმეა: 1. ეროვნული ბანკის შეცდომები, რომელმაც ნაადრევად და უსაფუძვლოდ შეარბილა მონეტარული პოლიტიკა, არასწორად შეაფასა რა ლარის მოკლევადიანი გამყარების პროცესი. კურსის მკვეთრი რყევის თავიდან ასაცილებლად გადადგა სწორი ნაბიჯი, როცა ეტაპობრივად 260 მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც მიმოქცევაში დაახლოებით 600 მილიონი ლარის გაშვებას ნიშნავდა. მან ეს არ იკმარა და ერთბაშად სამი მკვეთრი ნაბიჯი გადადგა: შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი, შეამცირა კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში მოზიდული თანხების დარეზერვების ნორმა და გაზარდა უცხოულ ვალუტაში დარეზერვების მოთხოვნები. 2. მთავრობა ტრადიციულად აგრძელებდა ბიუჯეტიდან არათანაბარზომიერ ხარჯვას, რაც იწვევდა ჩამორჩენას ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სამუშაოებში. ბოლო პერიოდში დაიწყო ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა, ასევე წინასაარჩევნო გალამაზებითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაჩქარება. შედეგად შემოსავლებსა და ხარჯებს შორის წარმოქმნილი დანაკლისი შეავსო ძველი ნაშთებიდან აღებული ფულით, რომელმაც დღეისათვის 290 მილიონ ლარს მიაღწია. 3. მიუხედავად უცხოური ინვესტიციების ზრდისა, როგორც ჩანს, მას უფრო მატერიალური ფორმა აქვს, ვიდრე ფულადი( შაჰდენიზ 2-ის გაზსადენისთვის ტექნიკური საშუალებების შემოტანა და სხვა), რამაც ვერ შეავსო ვალუტის დეფიციტი( რომელშიც ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევიდან ვალუტის ამოღებას ლომის წილი უჭირავს). 4. კვლავინდებურად სახეზეა ექსპორტის კლება და სეზონური სამუშაოების გააქტიურების გამო, სავარაუდოდ იმატა იმპორტმა( სტატისტიკური მონაცემები ჯერ არა გვაქვს). 5. ტურისტული ნაკადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა მიაღწია ზრდის პიკს და იგი ვერ ფარავს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. 5. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ მოკლევადიან პერიოდში რომელიმე ბიზნესსუბიექტს გაუჩნდა უცხოურ ვალუტაზე დიდი მოთხოვნა, რაც ვერ დააბალანსა მოკლევადიანმა მიწოდებამ. თუ ეს ასეა, ამას ყველაზე კარგად ხედავს ეროვნული ბანკი. ამიტომ, იგი სავალუტო ბაზარს ნაწილობრივ დაუბრუნებდა იმას, რაც წაართვა. რადგან ასე არ იქცევა, ესე იგი, მიზეზი სხვა რამეშია. ამ შემთხვევაში ეჭვი არ მეპარება ეროვნული ბანკის სწორ ქმედებებში. იგი აუცილებლად გააკეთებდა ინტერვენციებს ბაზრის დასამშვიდებლად. ესე იგი, პრობლემა უფრო სერიოზულია. დასკვნა: პრობლემა უნდა ვეძებოთ სუსტ ეკონომიკურ ზრდაში, მთავრობის არასწორ ეკონომიკურ ნაბიჯებში და სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის გეგმის არქონაში", - წერს გოცირიძე.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)