|
2016-06-23 18:20:01, 748 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პაველ სოლოხს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონეთის სახელმწიფო მდივანს, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს პაველ სოლოხს შეხვდა. ერთსაათიან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს და ნატოს ვარშავის სამიტის წინ არსებულ ვითარებას დაეთმო. საქართველოსა და პოლონეთის წარმომადგენლებმა სამიტზე განსახილველ საკითხებსა და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ვარშავის სამიტის წინ ასეთი მაღალი რანგის სტუმარი გვყავს პოლონეთიდან. პრაქტიკულად, ყველა საკითხი განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პოლონეთთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხს - უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. ეს ურთიერთობა ძალიან ღრმა და ფართოა, ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. პოლონეთი სამიტის მასპინძელი ქვეყანაა, მოგეხსენებათ ის ისედაც აქტიურია, საქართველოს თხოვნების, მოთხოვნების, საქართველოს პოზიციების ცალსახად მხარდამჭერია. ბუნებრივია, ჩვენც ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავაცნოთ მათ ყოველი სიტყვა და წინადადება, რომელიც გვინდა აისახოს ვარშავის სამიტის საბოლოო შემაჯამებელ დოკუმენტებში, იმისათვის, რომ სამიტის დასრულების შემდეგ მოგვეცეს კონკრეტულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დეტალებზე. პოლონეთის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრებს მართავს.
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)