21:19 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 17:04:46, 1032 ნახვა

რეგიონი
საჩხერის მუნიციპალიტეტში 7 კილომეტრიანი რეაბილიტირებული გზით 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს   მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ,  საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის დამაკავშირებელი  7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის გზის საფარი, ბეტონის კიუვეტები, ბორდიურები და წყალამრიდი ლითონის მილები.   გარდა ამისა,  უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება  3 499 000 ლარია.

არსებული გზა იმდენად იყო დაზიანებული, რომ  მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. რეაბილიტაციის შემდეგ საირხის, გორისას, მოძვის, ჯალაურთას, ქორეთის და ჭორვილას მოსახლეობა გადაადგილებას  უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს. 

პროექტზე 60 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics