|
2016-06-17 13:25:24, 1036 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ ქობულეთის შემოვლითი გზის (მეორე ლოტის) 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შენდება: ორზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები. „ამ დროისათვის, ასფალტ-ბეტონის დაგება და ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია რომ, ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ერთერთი ყველაზე გრძელი 1180 მეტრიანი ხიდი, რომელიც ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის გამოყენებით მოეწყობა. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა როგორც რეგიონისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლის ახალ ავტომაგისტრალზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209,852,079.67 ლარია.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)