|
2016-06-17 13:02:27, 899 ნახვა
სამხედრო
სამხედრო საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ასეულის წვრთნები დასრულდა
ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ასეულის პირადი შემადგენლობა იყო ჩართული. ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, საინჟინრო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გოჩა შავგულიძე და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეებს პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ სიტყვით მიმართა, წვრთნების დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ცნობისთვის, საბრძოლო მასალების განადგურების სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 10 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. საბრძოლო მასალების განადგურების სწავლება ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ინჟინრებმა ჩაატარეს.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)