|
2016-06-10 16:41:32, 1018 ნახვა
რეგიონი
ხაბაძემ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაწყების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მედიის წარმომადგენლებს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაწყების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ხაბაძემ აღნიშნა, ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მილიონი ლარს შეადგენს. „ჩვენი მთავრობის პირორბებში ახალ ბულვარში არაერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და ამ ტერიტორიაზე ნამდვილი საინვესტიციო ბუმია. ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მლნ ლარია, საიდანაც ჩვენ 520 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით, აქედან 100 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. ხაბაძემ სასტუმრო სექტორის განვითარების და სამუშაო ადგილების ზრდის ტენდენციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „რეგიონისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. ცნობისთვის, ბულვარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი (32 249 კვ.მ) პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე 5 მლნ იქნა გატანილი და ვაჭრობის შედეგად დაახლოებით 100% იანი ფასნამატით, 9,3 მლნ ლარად შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმმა" შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 350 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება.„ორბის" პროექტის მიხედვით ასევე საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მათ შორის არანაკლებ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღია ტიპის საცურაო აუზი, ასევე დახურული ტიპის აუზი, სარეკრეაციო ზონა, ღია სათამაშო მოედნები და სხვა ობიექტები მოეწყობა. პროექტი არანაკლებ 300 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 4 წელში დასრულდება.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)