|
2016-06-03 18:26:29, 1083 ნახვა
სხვადასხვა
წითელი ალმის სტატუსის მოხსნას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ICAO-ს ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ბიურო ულოცავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ბიურო (EUR/NAT) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის (ICVM) წარმატებით გავლას ეხმიანება და უწყებას საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესთან მიმართებაში 2013 წლის აუდიტის დროს დაფიქსირებული ხარვეზის (SSC OPS/01-10/2013) აღმოფხვრას ულოცავს. „ეს მნიშვნელოვანი მიღწევა არის თქვენი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მთელი გუნდის დაუღალავი მუშაობის, ICAO-ს შტაბ-ბინასთან, რეგიონალურ ოფისთან და საერთაშორისო საავიაციო უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი. მსურს დადებითად შევაფასო საქართველოს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობა და მოგილოცოთ აღნიშნული წარმატება. ახლა როდესაც შედეგები სახეზეა, შეგვიძლია ერთობლივად მივმართოთ ძალისხმევა საქართველოში ფრენის უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების შემდგომ ამაღლებაზე. გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ და სხვა მიზნების მისაღწევად.“ - ნათქვამია ICAO ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური ბიუროს რეგიონალური დირექტორის, ლუიშ ფონსეკა დე ალმეიდას წერილში. ICAO-ს ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ბიურო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესრულების მონიტორინგს რეგიონის 56 სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც ახორციელებს. ნაკლოვანებების აღმოფხვრა, საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ნორმების დაცვის კუთხით ნაჩვენები გაუმჯობესება დადებითად აისახება არა მარტო ქვეყნის, არამედ რეგიონის მთლიან მაჩვენებლებზე. 2013 წელს ჩატარებული ICAO-ს ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების გამოსასწორებელი ღონისძიებების ადგილზე შეფასების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტს (ICVM) მიმდინარე წლის 7-15 აპრილს უმასპინძლა. 19 აპრილს მონრეალში შეკრებილმა SSC ვალიდაციის კომიტეტმა განიხილა აუდიტორთა ჯგუფის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოპოვებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ საქართველოს მიერ ხარვეზი წარმატებით იქნა გადაჭრილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას მოეხსნა „წითელი ალმის“ სტატუსი.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)