|
2016-05-31 22:47:54, 802 ნახვა
სამხედრო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჰაერო ძალების სარდლობა იქმნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჰაერო ძალების სარდლობა იქმნება, რომელიც ავიაციას და საჰაერო თავდაცვას აერთიანებს. თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ავიაციის და საჰაერო ძალების ახალი სარდალი უახლოეს პერიოდში დაინიშნება. „თავდაცვის სამინისტროში რეფორმის და ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობს. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციით, მათი თანხმობით, რამდენიმე თვის წინ ამ რეფორმის პირველი ეტაპი განვახორციელეთ, როდესაც ორი სარდლობა - აღმოსავლეთ სარდლობა და დასავლეთ სარდლობა შევქმენით. შემდეგი ეტაპი იყო უკვე ავიაციის და საჰაერო თავდაცვის რეფორმა. რამდენიმეთვიანი საუბრების, შეჯერების, გენერალურ შტაბთან და სამხედროებთან ერთად ყველა საკითხის დეტალურად გავლის შემდეგ მთავრობამ დაამტკიცა შესაბამისი ცვლილება სარდლობის შექმნის შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ კვირის ბოლომდე ავიაციის და საჰაერო ძალების ახალი სარდალი დაინიშნოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლომდე დასრულდება ამ სარდლობის ფორმირება. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან საჰაერო თავდაცვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არის საშუალება, რომ ამ პრიორიტეტის ხორცშესხმა მოხდეს და რეალური, პრაქტიკული მექანიზმებით დაიტვირთოს. ქართულ-ფრანგული კონტრაქტი აქტიურ ფაზაშია შესული. ამასთანავე, ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტში საჰაერო თავდაცვა და ავიაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა დავასრულოთ ვარშავის სამიტამდე, სანამ ახალი საშუალებები ახალი ინსტრუმენტები და გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოსთან მიმართებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ და მზადმყოფი, სრულფასოვანი სარდლობით შევხვდეთ ახალ გამოწვევებს, რომელსაც ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ და ველოდებით სამიტის შემდეგ“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)