|
2016-05-31 17:01:11, 814 ნახვა
სამხედრო
ცენტრალური აფრიკის მისიაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდა იგეგმება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისიაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 5-კაციანი კონტინგენტი ოცეულამდე გაიზრდება. მისიის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში 30 მაისს, ბრიუსელში გამართული კონფერენციის დროს დადგა. ამჟამად ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში საქართველო 5 სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი, რომლებიც სწრაფი რეაგირების ჯგუფს შეადგენენ და მაღალი რანგის სამხედროების ესკორტირება და დაცვა ევალებათ. თავდაცვის სამინისტრომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედროების კონტინგენტის გაზრდის საკითხზე ინფორმაცია უკვე მიაწოდა უშიშროების საბჭოს და თანხმობაც მიიღო. უახლოეს დღეებში სამინისტრო საბჭოს ოფიციალურად მიმართავს, რათა პრეზიდენტმა მისიაში ჩართული კონტინგენტის გაზრდის საკითხი პარლამენტს მოკლე ვადებში წარუდგინოს და გადაწყვეტილების მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოესწროს, რადგან ცენტრალურ აფრიკაში დღეს მოქმედი მისია 12 ივლისს იცვლება, საქართველოს პარლამენტი კი სესიას 24 ივნისს ასრულებს. „ამ კვირაში ოფიციალურად მივმართავ უშიშროების საბჭოს, რადგან მათგან გვაქვს თანხმობა, რომ პრეზიდენტმა საკითხი წარადგინოს ქვეყნის პარლამენტში; ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვართ ევროკავშირის მისიასთან. ორ კვირაში, ბრიუსელში მექნება შეხვედრები და უკვე საბოლოოდ გადაწყდება ჩვენი საკითხები. ეს არის საპასუხისმგებლო მისია, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრესტიჟული, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ითხოვენ კონტინგენტის გაზრდას არა მხოლოდ სამხედრო ძალის თვალსაზრისით, არამედ, სწორედ, მრჩევლების, ინსტრუქტორების დასახმარებლად, ცენტრალური აფრიკის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პატივია და, ბუნებრივია, ამ გამოწვევისთვის მზად ვართ“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)