|
2016-05-28 11:01:26, 891 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობას აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან მაღრაძემ მრავალწლოვანი ხეხილის დაზღვეული ბაღები დაათვალიერა და ფერმერებთან აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის დეტალები განიხილა. გორის რაიონის სოფლებში ზერტში, ხელთუბანსა და კარალეთში მცხოვრებ ფერმერებს პროგრამის მენეჯერმა სრული ინფორმაცია მიაწოდა პროგრამით გათვალისწინებული სარგებლის შესახებ. ლევან მაღრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ფერმერი, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარი უნდა გახდეს, ხელშეკრულების გაფორმებამდე დეტალურად გაეცნოს იმ პირობებს, რომელსაც პროგრამა ითვალისწინებს. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შესაბამისი სამსახური აგროდაზღვევის პროექტის მიმდინარეობის პროცესში გარკვეული სახის პრობლემის გაჩენის შემთხვევაში ოპერატიულად ჩაერთვება. ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 1,029 პოლისი გაიცა. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 850,200 ლარი შეადგინა. „2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება. აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო. 2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: გაცემულია 28,690 პოლისი; დაზღვეული ფართობი შეადგენს 23,667 ჰა; ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი; ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება; 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 13,770,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს. აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი ისევე როგორც შარშან წელსაც 10 მილიონ ლარს შეადგენს. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)