|
2015-02-25 13:18:05, 547 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯენლიძემ 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკრებს პატივი მიაგო. იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას გმირთა მემორიალთან მინდია ჯანელიძე საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა და თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით ახალგაზრდების ხსოვნას პატივი მიაგეს. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, იუნკერთა ღვაწლზე ისაუბრეს და მათი გმირობის ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსენეს. „პატივი მივაგეთ დაღუპული იუნკერების ხსოვნას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი სამხედრო ტრადიცია, ჩვენი პატრიოტიზმის ტრადიცია, ჩვენ ის მებრძოლი სული და საფუძველი გვაქვს, რაზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი შეიარაღებული ძალები და ჩვენი სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორია, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ყველგან პატივს მივაგებდეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს, რა პერიოდშიც არ უნდა იყვნენ ისინი დაღუპული“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას გმირთა მემორიალთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები იმყოფებოდნენ. ღონისძიებაზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შეასრულა. ცნობისთვის, 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში რამდენიმე ასეული იუნკერი დაიღუპა. 94 წლის წინ ამ დღეს რუსეთის არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)