|
2016-05-20 12:57:08, 4426 ნახვა
კულტურა
კიევში ქართული კულტურის VII ფესტივალი გაიმართება
კიევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, დღეს, 18:00 საათზე, ქართული კულტურის რიგით მეშვიდე ფესტივალი გაიმართება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს და უკრაინაში ქართული დიასპორის შექმნის მეოცე წლისთავს ეძღვნება. "ქართული კულტურის ფესტივალი თავისი მასშტაბურობით სოციალურ-კულტურული პროექტია და ხელს უწყობს საქართველო-უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას", - განაცხადა სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების პრეზიდენტმა ბესიკ შამუგიამ. საზეიმო ღონისძიებაში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“ (ხელმძღვანელი უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მაკა ლომსაძე), კიევის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის ფოლკლორული კოლექტივები, მომღერლები - შმაგი თაღიაშვილი, ქეთი შამუგია, გიორგი დარახველიძე მონაწილეობენ. ღონისძიების სპეციალური სტუმრები არიან - ცნობილი ქართველი მომღერალი ელენე ფოჩხუა; კვარტეტი “მუხამბაზი” და უკრაინული X-ფაქტორის ფინალისტი თათია კობალაძე. ფესტივალის ორგანიზატორები არიან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, მხარდამჭერები – უკრაინის კულტურის სამინისტრო, ქალაქ კიევის მერია და საქართველოს საელჩო უკრაინაში. ფესტივალის ფარგლებში ფოტო-გამოფენა გაიმართება, რომელიც ქართული დიასპორის 20 წლის მანძილზე გაწეულ სამუშაოს ასახავს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშუკი და სხვა ოფიციალური პირები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)