|
2016-05-19 19:07:36, 884 ნახვა
სამხედრო
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სტუდენტებისთვის სემინარი - „საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები“ გაიმართა
ევროპის დღეების ფარგლებში ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სტუდენტებისთვის სემინარი - „საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები“ გაიმართა. საქართველოს ექვსი სხვადასხვა რეგიონიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების 60 სტუდენტს დღეს ლექციები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ქრისტიან ემაუსმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ წაუკითხეს. ვიცე-პოლკოვნიკი ქრისტიან ემაუსი ახალგაზრდებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მიზნებისა და ამოცანების შესახებ ესაუბრა. პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის მოხსენება კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას, ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობასა და იმპლემენტაციას, ასევე საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას შეეხო. სემინარი სტუდენტებისთვის სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა. გორის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, ზუგდიდის შოთა მესხის სახელობის, თელავის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტები აკადემიური მოსწრების, აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)