|
2016-05-18 12:10:06, 4610 ნახვა
კულტურა
კაუნასში გამოფენა „ლიტვა და საქართველო ისტორიულ წყაროებში" გაიხსნა
საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა და ლიტვის მთავარმა არქივისტმა, რამოჟი კრაუჟელისმა, კაუნასის რეგიონულ არქივში გამოფენა „ლიტვა და საქართველო ისტორიულ წყაროებში" გახსნეს. ღონისძიების ორგანიზატორი ლიტვის ცენტრალური სახელწიფო არქივია. გამოფენაზე წარმოდგენილია ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები, რომელიც დაცულია: საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კაუნასის რეგიონულ არქივში, ლიტვის სახელმწიფო საისტორიო არქივში, კაუნასის რეგიონის საჯარო ბიბლიოთეკასა და მაირონის სახელობის ლიტვის ლიტერატურის მუზეუმში. გამოფენაზე, რომელიც 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, საქართველოს ეროვნული არქივის მხრიდან წარმოდგენილია: საქართველოს, ლიტვისა და ევროპის რუკები; კირიონ მეორის ფონდში დაცული წერილები, პოჟაისკის მონასტერთან დაკავშირებული ცნობები; ინფორმაცია ლიტვური ინტელიგენციის მიერ ლიტვის ავტონომიის მოთხოვნის შესახებ; ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ამსახველი მასალა (1920-1930); ლიტვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტის, ალგირდას ბრაზაუსკასის საქართველოში ვიზიტის ფოტოქრონიკა (1996 წ.) და სხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ლიტვის კულტურის ვიცე-მინისტრი რომას ჯაროკისი, კაუნასში ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის რექტორი იოზას აუგუტისი და კაუნასის რეგიონული არქივის წარმომადგენლები.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)