|
2016-05-15 12:12:03, 1083 ნახვა
სხვადასხვა
არჩილ ხაბაძე ქვემო სილეზიის მარშალს ცეზაც ფშიბილსკის შეხვდა
დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ქვემო სილეზიის მარშალს ცეზარ ფშიბილსკის და პოლონური დელეგაციის სხვა ოფიცილურ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ორ რეგიონს შორის სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კმაყოფილება გამოთქვა უახლოეს მომავალში, ივნისის თვეში, ვროცლავში დაგეგმილი სასწავლო ტურის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების პოლონური გამოცდილების გაზიარებას თვითმმართველობების მუშაობისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით. "მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის სფერო მართლაც მრავალფეროვანია. სილეზიის სტრატეგიული განვითარების ინსტიტუტი მზადაა გაგვიზიარონ მათი გამოცდილება რეგიონის სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციისა და მონიტორინგის კუთხით, ასევე ევროპის ბაზარზე ციტრუსის შეტანისათვის გამარტივებული საბაჟო გადასახადებისა და პროდუქტის ევროსტანდარტებთან შესაბამისაობაში მოყვანის მიმართულებით. პოლონურ-ქართული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ორი რეგიონის დაახლოების საქმეში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს კულტურული აქტივობები" – განაცხადა არჩილ ხაბაძემ. შეხვედრაზე დაიგეგმა ფოტოხელოვანთა და მზატვართა ორმხრივი გამოფენების ორგანიზება და ფოლკლორული ტურნე ქვემო სილეზიაში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა ასევე რეგიონში პოლონური ფოლკლორი ჯგუფების მასპინძლობისთვის. თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებად დაისახა ასევე სოფლის მეურნეობის, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროები. დღესვე პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია შეხვედრას გამართავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ქართული და პოლონური მხარეები ქ. ქობულეთისა და ქ. მილიჩის პრეზენტაციებს გამართავენ, რაც ქალაქების შემდგომი დამეგობრების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ ეს ქვემო სილეზიის საპასუხო ვიზიტია. ამა წლის 29 მარტიდან 1 აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც თანამშრომლობის მემორანდუმები ბევრი საინტერესო მიმართულებით გაფრომდა.
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)