|
2016-05-13 20:14:00, 1165 ნახვა
რეგიონი
აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოივოდოს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო გაიზარდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში პროექტების განხილვისა და სამომავლო გეგმების შესახებ ქართულ-პოლონურ მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „დივანში" გაიმართა. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და სილეზიის დელეგაციის წარმომადგენლებმა ორმხრივ ფორმატში განიხილეს სხვადასხვა სფეროს მიხედვით არსებული პროექტები და პროგრამები. თანამშრომლობა მოიცავს განათლებისა და კულტურის მიმართულებით პოლონური გამოცდილების გაზიარებას, კერძოდ, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის მიზნით გაცვლით პროგრამებს, ადგილობრივი და ქვემო სილეზიის ფოლკლორული ანსამბლების ტურნეს აჭარასა და სილეზიაში, მხატვრებისა და ფოტოხელოვანთა გამოფენას ბათუმსა და ვროცლავში. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მედიკოსების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ექიმებისა და მედდების გადამზადება დაიგეგმა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აჭარისათვის ქვემო სილეზიის გამოცდილების გაზიარება სოფლის მეურნეობის დარგში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა პოლონეთის ამ რეგიონში, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების გადამზადება, ისევე როგორც კოოპერატივების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავება თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა. რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, ამ კუთხით თანამშრომლობა ქვემო სილეზიასთან უკვე აქტიურ ფაზაშია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი თებერვლის თვეში მონაწილეობას ღებულობდა ვროცლავის ტურისტულ გამოფენაში, დღეს კი ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ექსპო-ბათუმი 2016" ქვემო სილეზია სპეციალურ სტენდშია წარმოდგენილი, ასევე, რეგიონში სტუმრად იმყოფება ქვემო სილეზიის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები. სარეკლამო-საინფორმაციო ტურები მომავალშიც მოეწყობა, პოლონური მხარე ჩაერთვება ასევე ტურიზმის სექტორის მომსახურების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და რეკომენდაციების შემუშავებაში. ქვემო სილეზიის დელეგაცია 16 მაისამდე რჩება რეგიონში. დაგეგმილია კულტურული პროგრამა, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და ქვემო სილეზიის სავოივოდეს მარშალის ოფიციალური შეხვედრა და ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და პოლონურ ქალაქ მილიჩს შორის დამეგობრება.
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)