|
2016-05-13 13:02:15, 1054 ნახვა
სხვადასხვა
სამსახურში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების აუცილებლობის წინააღმდეგ პეტიციას ბრიტანეთის პარლამენტი განიხილავს
27 წლის ნიკოლა ტორპმა, რომელიც სამსახურიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებაზე უარის გამო გაათავისუფლეს, პეტიცია მოამზადა, რომელსაც 48 საათში უკვე 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 25 დეკემბერს ტორპი კომპანია Portico- ში დროებით სამსახურში მდივნად მოეწყო, თუმცა უფროსმა უთხრა, რომ ვერ შეუდგებოდა სამუშაოს დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით. ტორპმა უარი განაცხადა 5-10 სანტიმეტრიანი ქუსლის ტარებაზე და იკითხა, აიძულებდნენ თუ არა კომპანიის მამაკაც თანამშრომლებსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას. უფროსს გაეცინა და გოგონა სამსახურიდან დაითხოვა. ტორპის განცხადებით, ასეთი საქციელი ქალთა უფლებების დარღვევა და სექსიზმია. მან გადაწყვიტა, მოემზადებინა პეტიცია სამსახურში ქალებისთვის მაღალქუსლიანი ფეხსამლის ტარების აუცილებლობის წინააღმდეგ. ცნობისთვის, ბრიტანეთის კანონმდებლობით, კომპანიებს უფლება აქვთ, დრეს-კოდი თავად განსაზღვრონ. პეტიციის შემდეგ, კომპანია Portico-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ აზრი შეიცვალეს და ახლა კოლეგა ქალბატონებს უფლება ექნებათ, თავად გადაწყიტონ, ატარონ თუ არა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. კანონმდებლობის ტანახმად თუ პეტიციას საკმარისი ხემლმომწერა ეყოლება პარლამენტმა ის უნდა განიხილოს. ვინაიდან, პეტიციას უკვე 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია, ის განიხილოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)