|
2016-05-05 17:28:11, 813 ნახვა
სამხედრო
ხიდაშელი: რეზერვის კონცეფცია დაფუძნებულია ნებაყოფლობითობაზე, პროფესიონალიზმსა და ადამიანის თავისუფალ არჩევანზე
„მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის წარმატება და ხიბლი, რომელიც ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ, არის ის, რომ ადამიანები აკეთებენ ნებაყოფლობით არჩევანს, რომ იმსახურონ იქ, სადაც ყველაზე კარგად გამოსდით, ისე, როგორც უნდათ და იმ ფარგლებში, როგორც წარმოუდგენიათ; ისე, რომ არავის შეექმნას პრობლემა და ამასობაში იყვნენ საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცები ნებისმიერ დროს, როდესაც ქვეყანას ეს დასჭირდება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობის დროს რეზერვის კონცეფციაზე საუბრისას განაცხადა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით კამპანია, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის და მობილიზაციის საკითხზე წამოიწყო, დაფუძნებულია ნებაყოფლობითობაზე, პროფესიონალიზმზე და ადამიანის თავისუფალ არჩევანზე. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიტანეთ საჯარო განხილვებისთვის კონცეფცია, სადაც წერია, რომ ვქმნით პროფესიულ რეზერვს. რას ნიშნავს პროფესიული რეზერვი? - დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჰიბრიდული ომის პირობებში, რაც ნიშნავს მედიაომს, ანუ პროპაგანდისტულ ომს, კიბერომს, ანუ ინტერნეტსივრცეში ომს. პროფესიული რეზერვი ამ შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ თქვენ თუ გადაწყვეტთ, იყოთ თქვენი ქვეყნის რეზერვისტი ჟურნალისტი, ამის გაკეთება სტუდიიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ზუსტად იქედან, სადაც მუშაობთ, სადაც ყველაზე კარგად გამოგდით თქვენი საქმე და საიდანაც ემსახურებით თქვენს ქვეყანას“,- განმარტა გადაცემის წამყვანთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ივნისში მედიარეზერვის პროექტს ყველა ჟურნალისტს შესთავაზებს. „ვისაც სურვილი და ინტერესი ექნება, შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში. ჩვენ შევეცდებით, როგორც ჩვენ გვესმის, როგორც ამას თანამედროვე დოქტრინები ამბობს, გასწავლოთ, გაჩვენოთ, თუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან პროპაგანდა და სიმართლე, მოწინააღმდეგის ინტერესი და საკუთარი ქვეყნის ინტერესი. ეს არის ამოცანა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია პროპაგანდისტული ომის პირობებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2008 წელს. იგივე ეხება კიბერუსაფრთხოების მიმართულებას. თუ თქვენ მუშაობთ ბანკში, ხართ წარმატებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, გექნებათ სპეციალური კოდები და თუ ქვეყანაზე ხორციელდება კიბერშეტევა, შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ ქვეყანას საკუთარი სამუშაო სივრციდან ან სახლის კომპიუტერიდან, რითაც თქვენ უცბად, ერთ წუთში აღმოჩნდებით თქვენი ქვეყნის ჯარისკაცი... ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს სამხედრო რეზერვს. სამხედრო პროფესიონალებიც ძალიან ბევრნი არიან ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც რამდენიმე კონტრაქტით აქვთ შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები, დღეს აღარ არიან შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ხვალ და ზეგ თუ ამის სურვილი ექნებათ, იქნებიან არმიის რეზერვი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს ჩაანაცვლებს დანაკარგებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)