15:30 - 13 Aug, 2026
|
2016-05-03 17:43:04, 1220 ნახვა
მსოფლიო
"ისლამურმა სახელმწიფომ" ტყვეობიდან 13 უკრაინელი ექიმი გაათავისუფლა
ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” ტყვეობიდან 13 უკრაინელი ექიმის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის ცნობით, გათავისუფლებული მედიკოსები ლიბიის ქალაქ ბენ ჯავადში გადაიყვანეს. “კარგი ამბავი: 13 უკრაინელი მედიკოსი, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოს” მძევლებად ჰყავდა აყვანილი, გაათავისუფლეს და გადაიყვანეს ლიბიის ქალაქ ბენ ჯავადში. მათთან მუდმივ კავშირზე ვიმყოფებით”, - წერს Twitter-ში პავლო კლიმკინი. უკრაინელი ექიმების ტყვეობიდან გათავისუფლების ოპერაციის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)