|
2016-04-28 12:02:13, 1277 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭოს გენმდივნის 2016 წლის ანგარიშში საქართველოც მოხდა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ეხება, საქართველოც მოხვდა. ანგარიშში ნახსენებია „იდენტობის“ საქმე და ლგბტ საზოგადოების წევრების აქციაზე განვითარებული მოვლენები. „ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ ვერ შეასრულა მოვალეობა დაეცვა დემონსტრანტები ძალადობისგან. საქმეში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა ვერ შეძლეს ადეკვატურად დაეცვათ თავდასხმის მსხვერპლი ადამიანები აქციაზე, რომელიც ლგბტ საზოგადოების წევრების უფლებების დაცვის მიზნით გაიმართა“, - წერია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში. დოკუმენტში ასევე მოყვანილია „რუსთავი 2“-ის საქმე. „საქართველოში ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი მაუწყებლის მესაკუთრესთან დაკავშირებით არსებული დავა დასრულდა იმით, რომ სასამართლომ გადაწყვიტა ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლა და დროებითი მმართველების დანიშვნა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)