|
2016-04-28 11:19:42, 903 ნახვა
სამხედრო
ბენ ჰოჯესი: ჩამოვედით, რათა გავეცნოთ ბათუმის პორტის შესაძლებლობებს - თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენი ტექნიკის გადმოსხმა
ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით საქართველოში აშშ-ისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო დელეგაცია ჩამოვიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესის ხელმძღვანელობით, სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დახვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა. აეროპორტიდან ამერიკელმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ბათუმის პორტში გადაინაცვლეს და მის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. ლოგისტიკის სფეროს ოფიცრებმა კი საქართველოს ლოგისტიკური მომსახურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე პარტნიორ ქვეყნებსა და ნატოს მაღალი სტანდარტით სთავაზობს, მათ შორის ორმხრივი და მრავალეროვნული საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. პორტში ვიზიტის დროს საუბარი შეეხო ასევე, საქართველოში მაისში დაგეგმილ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“ ამერიკული სამხედრო ტექნიკის ბათუმის პორტის საშუალებით შემოყვანას. მხარეებმა ლოგიტიკური თვალსაზრისით სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტი მნიშვნელოვნად შეაფასა და აღნიშნა: „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ვინაიდან ჩამოსულია მაღალი დონის დელეგაცია - გენერლები, პოლკოვნიკები, სხვადასსხვა ქვეყნის წარმომადგენლები როგორც ევროპაში ამერიკული სარდლობის, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების. მათი ვიზიტის მიზანია ახლოს გაიცნონ ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია საზღვაო პორტებს, ზოგადად, შავი ზღვის აკვატორიაში და მათ შორის, საქართველოშიც“. ევროპაში აშშ-ის სარდლობის მეთაურმა საქართველოში ვიზიტის მიზანზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოფიცრები აშშ-ის ევროპული სარდლობიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნატოდან და ევროპის ქვეყნებიდან. ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, რათა გავეცნოთ ბათუმის პორტის შესაძლებლობებს - თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენი ტექნიკის გადმოსხმა. ჩვენი დელეგაციის შემადგენლობის ნაწილი ლოგისტიკის სფეროს ოფიცრები არიან. ჩვენ ასევე, ჩამოვედით საქართველოში, რათა ვაჩვენოთ თქვენს ქვეყანას, ჩემს კარგ მეგობარს და ძალიან კარგ სამხედროს - გენერალ კაპანაძეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებისთვის. მალე საქართველოში ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩატარდება. სწორედ ამ ადგილას შემოვა ბულგარეთიდან ბორანით წამოსული აშშ-ის არმიის სატანკო ასეული საქართველოში, რომელივ წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, მსურდა ამ ტერიტორიის ნახვა და გაცნობა“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა. შავი ზღის აუზში ტურის ფარგლებში, საქართველოს შემდეგ, აშშ-ის ევროპული სარდლობისა და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნები საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის დათვალიერების მიზნით ნატოს წევრ შავი ზღვის აუზის ქვეყნებსაც ესტუმრებიან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)