|
2016-04-27 17:32:49, 1393 ნახვა
მსოფლიო
თურქული მედიის ცნობით, საქართველომ თურქეთს 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა
საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარის მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოსა და თურქეთს შორის დავის ობიექტი იყო, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მედიის ინფორმაციით, საქართველომ თურქეთს გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელიც თურქეთის პროვინცია არტაანის ნაწილი იყო და 70-იან წლებში, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. Daily Sabah-ის ცნობით, ანკარამ ამ ტერიტორიაზე კონტროლი მაშინ დაკარგა, როცა ართვინის ერთ-ერთი მდინარის, ჩაკსუს კალაპოტი შეიცვალა და სასაზღვრო მიწის ნაწილი ბუნებრივად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ”ექსპრესნიუსი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდა. უწყება დეტალებს არკვევს და ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)