|
2016-04-27 16:00:26, 4386 ნახვა
კულტურა
ბათუმში, ჯაზ-ფესტივალს 200-მდე უცხოელი და 100 ქართველი მუსიკოსი უმასპინძლებს
შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ-ფესტივალთან დაკავშირებით, „თიბისი გალერეაში“ პრესკონფერენცია გაიმართა. 15-24 ივლის ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 10 დღის განმავლობაში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკალიზაციებზე ჩატარდება. "ქართველ მსმენელს ექნება შესაძლებლობა, რომ გენიალურ მუსიკოსებს და მომღერლებს მოუსმინოს. ეს, ფესტივალი საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით საკმოდ მნიშვნელოვნია"- აღნიშნა „თიბისი ბანკის“ გენერლური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანიძემ. ფესტივალს 200-მდე უცხოელი და 100 ქართველი მუსიკოსი უმასპინძლებს. ჯაზ-ფესტივალის მთავარი მონაწილეები არიან: მაილს ელექტრიკ ბენდი, რომელიც გახსნის ფესტივალს, კრის ბრაუნი, ჯემი ქალამი,პროდიჯი, მის.ლაურენო ჰილი და სხვები. "აღსანიშნავია,რომ პროექტო Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება. მნიშვნელონია, რომ საქართველოს ეკონომიკა უდავოდ ხეირობს ასეთი მასშტაბის ღონისძიებების ჩატარების დროს და მოხრულები ვართ, რომ ეს ყველაფერი ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს", - აღნიშნა, „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესრლიძემ. ბილეთების გაყიდვა 11 მაისიდან დაიწყება და ბილეთის მაქსიმალური ფასი 50 ლარი იქნება. სტუმრებს,ფასიანი კონცერტების გარდა საშუალება ექნებათ უფასო კონცერტებს დაესწრონ. ფესტივალი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. (R)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)