15:30 - 13 Aug, 2026
|
2016-04-27 12:29:50, 1312 ნახვა
მსოფლიო
პარიზის ტერაქტებში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა
პარიზის ტერაქტებში ბრალდებული სალაჰ აბდესლამის ექსტრადირება განხორციელდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აბდესლამი ბელგიელმა სამართალდამცველებმა საფრანგეთს გადასცეს, სადაც სასამართლოს წინაშე წარსდგება. შეგახსენებთ, რომ აბდესლამი 18 მარტს, ბრიუსელში ოთხთვიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ბელგიაში დაბადებული და საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე 26 წლის სალაჰ აბდესლამი პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ გადარჩენილ მონაწილედ მიიჩნევა. ის ამავე დროს ამ თავდასხმების ორგანიზებაშიც არის ეჭვმიტანილი. ცნობისთვის, 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)