|
2016-04-26 11:29:50, 1274 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: პუტინი ცდილობს ნატო-ს ძირი გამოუთხაროს
ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, პუტინი ნატო-ს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას რუსეთის ხელისუფლებისთვის საფრთხეთ აღიქვამს. „ბატონი პუტინი ნატო-ს, ევროკავშირს, ტრანსატლანტიკურ ერთიანობას განიხილავდა როგორც საფრთხეს რუსეთის ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, ის ცდება. ვუთხარი, რომ სინამდვილეში ძლიერი, ერთიანი ევროპა, რომელიც ძლიერ, გარე სამყაროზე ორიენტირებულ რუსეთთან მუშაობს - „სწორი გამოსავალია“, - განაცხადა ობამამ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ამ მოსაზრებას არ იზიარებდა. ობამას თქმით, მიგრაციული კრიზისი წარმოადგენს პრობლემას არამხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. თუმცა, სტრატეგიული თვალსაზრისით, გაცილებით დიდი საფრთხეა ევროპაში ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმის გაძლიერება, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი ადამიანები იყენებენ, როგორიცაა „ბატონი პუტინი“.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)