15:30 - 13 Aug, 2026
|
2016-04-23 14:37:57, 1342 ნახვა
მსოფლიო
ISIS-მა სირიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტი ტყვედ აიყვანა
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტი მძევლად აიყვანეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავი დამასკოს მახლობლად გუშინ საღამოს ჩამოვარდა. აღსანიშნავია, რომ პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ის ტერორისტებმა ტყვედ აიყავენს. როგორც BBC იუწყება, ინტერნეტში ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც თვითმფრინავის ფრაგმენტები და სავარაუდოდ, დაჯგუფების წევრები ჩანან. ჩანაწერს სირიელი სპეციალისტები უკვე სწავლობენ და პილოტის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია, სამხედრო თვითმფრინავი ტერორისტებმა ჩამოაგდეს, თუ ის ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)