15:30 - 13 Aug, 2026
|
2016-04-23 14:26:24, 1283 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ვერშბოუ: ნატო შავ ზღვაში სამხედრო გაძლიერებას რუსეთის შეკავების მიზნით გეგმავს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში სამხედრო გაძლიერებას რუსეთის შეკავების მიზნით გეგმავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ სოფიაში, უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ვერშბოუმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ალიანსის წევრ ქვეყნებთან - ბულგარეთთან, რუმინეთთან და თურქეთთან, ინტენსიურად მიმდინარეობს. გეგმა შესაძლოა, ივლისში განხორციელდეს, როდესაც ლიდერები ნატო-ს სამიტზე შეიკრიბებიან. ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, შავ ზღვაში რუსეთის სტრატეგია თვითდამკვიდრების გლობალური ძალისხმევის ნაწილია, თუმცა ნატო რუსეთს საშუალებას არ მისცემს, უგულებელყოს ის პრინციპები, რომელსაც ევროპული უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)