|
2016-04-20 14:05:24, 698 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ბეტინა კადენბახმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 140 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: საფინანსო სექტორის მხარდაჭერა საქართველოში; ნარჩენების კლიმატისთვის უსაფრთხო მართვა II; ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II; აჭარის სოფლების წყლით მომარაგება და კანალიზაციის სისტემების მოწყობა. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობა უწევს ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი ლარს ოერმანი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)