|
2016-04-20 10:45:27, 952 ნახვა
სამხედრო
საქართველოში მშვიდობის კორპუსის 58 ამერიკელი მოხალისე ჩამოვიდა
თბილისში მშვიდობის კორპუსის 58 ამერიკელი მოხალისე ჩამოვიდა, რომლებიც საქართველოში 2 წლის ვადით დარჩებიან. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, მშვიდობის კორპუსის დირექტორთან, სტივენ სმიტთან ერთად, მოხალისეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და მიღების ცერემონიას დაესწრო. საელჩოს ცნობით, მოღვაწეობის დაწყებამდე, მოხალისეები გაივლიან ინტენსიურ 11-კვირიან წინასამსახურეობრივ ტრეინინგს, რომელიც მოიცავს ქართული ენის, კულტურის და პროექტთან დაკავშირებული უნარების სწავლებას. ამ პერიოდის მანძილზე, მოხალისეები ქართველ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ, რაც საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს. ტრეინინგის დასრულებისთანავე, მოხალისეები განაწილდებიან საქართველოს ათი რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში ორი წლის ვადით. განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მშვიდობის კორპუსი მოხალისეებს სოფლის ტიპისა და მიუვალ დასახლებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, ეთნიკური უმცირესობისა და სოციალურად დაუცველ თემებში ანაწილებს. მოხალისეთა ძირითადი საქმიანობა იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება. მოხალისეთა გარკვეული ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებში თემის განვითარების ხელშესაწყობად იმუშავებს. 660-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა საქართველოში 2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველი ჯგუფი ჩამოვიდა. მათ თავიანთი უნარები ქართველ კოლეგებსა და თემებს, ხოლო ამერიკული კულტურა საქართველოს მოქალაქეებს გაუზიარეს. თავის მხრივ კი, ქართული კულტურის შესახებ ცნობები ამერიკაში ჩაიტანეს შინ დაბრუნების შემდგომ. ეწვიეთ საქართველოში მშვიდობის კორპუსის Facebook-ის გვერდს და გაეცანით ინფორმაციას მოხალისეთა საქართველოში მოღვაწეობის შესახებ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მშვიდობის კორპუსი 1961 წელს დააარსა მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშესაწყობად. მშვიდობის კორპუსი არის ამერიკის მთავრობის სააგენტო, რომელიც საქართველოში მთავრობის მოწვევის საფუძველზე მუშაობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები მშვიდობის კორპუსის მთავარი პარტნიორები არიან.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)