|
2016-04-17 17:02:05, 1395 ნახვა
რეგიონი
რეგიონული სასწრაფო დახმარების ტექნიკური აღჭურვა დასრულდა
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური აღჭურვა დასრულდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ეტაპზე, სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს გადაეცა. პერსონალს მათი მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩაუტარდა. სწავლების პროცესს პირადად დაესწრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა. დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდა. ასევე, რაიონულ სამსახურებში კომპიუტერული ტექნიკა განაწილდა, რომლის საშუალებით ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის სამუშაო და შვებულების გრაფიკი, ასევე სამედიცინო სახარჯი მასალა ელექტრონულად აღირიცხება. ცნობისთვის, რეგიონული სსდ ცენტრების სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა 9 მარტს დაიწყო. სამედიცინო აპარატურით რეგიონული სასწრაფოს 206 ეკიპაჟი აღიჭურვა. კომპიუტერული ტექნიკა კი 65 რაიონულ ფილიალში განაწილდა. ინვენტარის გადაცემის შედეგად, რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხი გაუმჯობესდება.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)