|
2016-04-17 16:14:00, 1178 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა დასრულდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "შეთანხმდნენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა, არ უნდ არსებობდეს". აღნიშნულ საკითხზე მომდევნო კვირაში პრემიერსა და სტუდენტებს შორის მორიგი შეხვედრაც დაიგეგმა. "ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი, ძალიან საჭირო მოთხოვნები, მე ყურადღებით მოვისმინე, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულ ფორმებზე, თუ რა სახით იქნება კიდევ ერთად შევთანხმდებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება მათი მხრიდან სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ და მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში. შემდეგი კვირის მეორე ნახევარში დავთქვით შემდეგი შეხვედრა, სადაც უკვე სამუშაო ატმოსფეროში გვექნება საუბარი დაფინასნების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე სტრუქტურაზე და ა.შ. ასევე, თვითონ უნივერსიტეტებში მმართველობითი ორგანოების სტრუქტურებზე და ყველაფერ ასეთ მტკივნეულ საკითხზე ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაცა შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი, ზოგს ჩვენ მოვუსმენთ და გავიგონებთ",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ პაპავასაც ესაუბრა.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)