04:02 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 13:44:11, 949 ნახვა

სამხედრო
თინათინ ხიდაშელი გენერალ ჯონ ალენს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სლოვაკეთის რესპუბლიკაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმს ესწრება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

უწყების ინფორმაციით,  თინათინ ხიდაშელი ISIL-თან ბრძოლის გლობალურ კოალიციაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალ ჯონ ალენს შეხვდა.

ამერიკელ გენერალთან შეხვედრაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალმა ჯონ ალენმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება გაუწიოს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გააქტიურებაში.

მხარეებმა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. როგორც გენერალმა ჯონ ალენმა აღნიშნა, მას ძალიან ეამაყება, რომ ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად მსახურობდა. ამერიკელმა გენერალმა თავდაცვის მინისტრს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

სლოვაკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დღეს დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის მაღალი დონის შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან პოლიტიკურ საკითხებში ჯეიმს აპატურაისთან და სლოვაკ კოლეგასთან პეტერ გაიდასთან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics