|
2016-04-09 15:31:49, 1195 ნახვა
მსოფლიო
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქარხნიდან გატაცებული 300-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა
„ისლამურმა სახელმწიფომ“ რამდენიმე დღის წინ ქარხნიდან გატაცებული 300-მდე თანამშრომელი, გაათავისუფლა, - ამის შესახებ Daily Star იტყობინება. როგორც მედია საშუალება იუწყება, ტერორისტებს ტყვეობაში კიდევ 20 კაცია დარჩენილი. მათივე ცნობით, ისინი ნაციონალური უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები არიან. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია 4 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ ქარხნის თანამშრომლები „ისლამური სახელწმიფოს“ ტყვეობაში სამშაბათს მოხვდნენ. მას შემდეგ მედია საშუალებები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებდნენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ხუთშაბათს 140 ტყვემ გაქცევა მოახერხა, ხოლო პარასკევს ადგილობრივი მედია საშუალებები 175 თანამშრომლის მკვლელობის შესახებ იუწყებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ძალოვანი სტრუქტურები ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. ცნობისთვის, დუმეირი დომასკოს მახლობლად მდებარე ქვეყანაა. 2013 წელს ტერორისტებმა აქ 100 ადამიანი მოკლეს.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)