|
2026-08-07 20:25:21, 372 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა სახელწოდებით „შრომის უსაფრთხოება: რისკიდან უპირატესობამდე“ შრომის უსაფრთხოების ექსპერტმა, გიორგი თოდაძემ ჩაატარა. ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა ბიზნესის მდგრადი განვითარების, ფინანსური სტაბილურობისა და რეპუტაციის გაძლიერების ინსტრუმენტად. ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოების ეკონომიკა და ინვესტიციის უკუგება (ROI); როგორ გადაიქცეს უსაფრთხოება ბიზნესის სტრატეგიულ უპირატესობად; თანამშრომელთა რესურსების მართვა; ლიდერის როლი უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაში და ნდობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს შექმნა. მონაწილეებმა ასევე მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები კრიზისების მართვისა და ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვის (BCP) მიმართულებით - როგორ მოემზადონ კომპანიები ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის და შეამცირონ შესაძლო ფინანსური თუ ოპერაციული რისკები. „საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად მუდმივად ქმნის ახალ შესაძლებლობებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ბიზნესის წარმომადგენლებს გავუზიაროთ საჭირო ცოდნა და ინსტრუმენტები საქმიანობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერია სწორედ ამ მიზანს ემსახურება - დაეხმაროს მეწარმეებს, გაიღრმაონ ცოდნა, გააუმჯობესონ მართვის პროცესები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი,“ - აღნიშნავს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემაზე პრაქტიკული შეხვედრები და ვორკშოპები იმართება. პლატფორმა ასევე აერთიანებს მრავალფეროვან რესურსებს - ბიზნესკურსებს, კვლევებს და სხვა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის გასავითარებლად.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)