|
2026-08-05 16:21:18, 505 ნახვა
ეკონომიკა
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი. CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. შესაბამისად, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და ისწავლონ სასურველ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით. დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებმა, 6 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია ფარავს როგორც ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის, ასევე მასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ ხარჯს. პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი უკვე 10 წელზე მეტია CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)