|
2026-08-04 15:35:32, 754 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
„დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას“, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ამით ის გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელშიც შეშფოთება იყო გამოთქმული სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოსთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, გინება და შეურაცხყოფა არის სხვისი უფლებების შელახვა. „დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება არის კატეგორიულად მიუღებელი. გინდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინდ ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. თუნდაც სოციალურ სივრცეში როგორ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო? სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას. ეს ხომ სხვისი უფლებების შელახვაა. ამიტომ, ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე. შესაძლოა, არ მოგწონდეთ ერთმანეთის პოლიტიკური შეხედულებები, გადაწყვეტილებები, კრიტიკაც მისაღებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს ზრდილობის ფარგლებში და არა შეურაცხყოფის, გინებისა და ცილისწამების ფარგლებში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ოპტიმიზმით უყურებს ამ საკითხს. „ჩვენ ოპტიმიზმით ვართ განწყობილი. მზად ვართ, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუესა და ტყუილზე, მიუღებელია არასამართლიანი დამოკიდებულება. ტრამპის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის არასამართლიანი დამოკიდებულება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)