10:46 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-03 22:28:34, 1393 ნახვა

პოლიტიკა
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო

ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, ბოვორნრატ პენგსუკის (ჰლუნ სოლო) გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხედარი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ჯერ კიდევ 14 ივლისს იპოვეს.

დიპლომატები ქართული მხარისგან ითხოვენ განმარტებას, თუ რატომ გადაიცა ინფორმაცია ასეთი დაგვიანებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

2-კვირიანი ძებნის შემდეგ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს ტაილანდელი მოგზაური და ცნობილი იუთუბერი, ბავორნტატ პენგსუკი (ჰლუნ სოლო). მისი ოჯახი საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავდა მას შემდეგ, რაც 13 ივლისს საქართველოში მარტო მოგზაურობის დროს მასთან კავშირი სრულად დაკარგეს.

ტაილანდური მედიისა და მისი ძმის, Klose Mos-ის ცნობით, ოჯახმა ჰლუნთან დაკავშირება ვეღარ შეძლო ვერც ტელეფონით და ვერც ონლაინარხების საშუალებით ჰლუნ სოლო საქართველოში მარტო ჩამოვიდა იუთუბვიდეოს გადასაღებად, თუმცა ოჯახი არ აკონკრეტებს მის ზუსტ მარშრუტს და იმ გარემოებებს, თუ რა ვითარებაში გაწყდა კონტაქტი.

საქმეს შსს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics