09:48 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-03 18:36:00, 998 ნახვა

საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა

უბედური შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში გუშინ მოხდა.

როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ თანასოფლელებმა უთხრეს, მამაკაცს ელექტროსამუშაოების შესრულების გამოცდილება ჰქონდა და ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაზიანებული გაყვანილობის შეკეთებაში დახმარება სთხოვა.

მამაკაცს ელექტრობოძზე ავსლა მოუწია, რა დროსაც დენმა დაარტყა. მისი ჩამოყვანა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებოდ შეწყვიტეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის, ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics