|
2026-07-30 17:26:21, 1232 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბში „თუმო ქუთაისი“ (TUMO Kutaisi) დაფუძნდა. თუმოს პირველი ცენტრი საქართველოში GITA-ს ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა. ცენტრი ერთდროულად 1 200-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოზარდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას ისახავს მიზნად. თუმო საერთაშორისო აღიარებული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. პროგრამა 12 - 18 წლის ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწავლების მოდელი თვითმართვადი სწავლების პრინციპს ეფუძნება და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ. საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის - პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Generative AI) საფუძვლებს. აღნიშნული მიმართულებები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მრავალმხრივ განივითარონ როგორც ტექნიკური, ისე შემოქმედებითი კომპეტენციები და პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მიიღონ. აღსანიშნავია, რომ „თუმო ქუთაისი“-ში სწავლა მოსწავლეებისთვის სრულად დაფინანსებულია, რაც პროგრამას ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)