09:47 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-29 17:43:08, 826 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი ჰლუნ სოლო სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, 27 წლის ტაილანდელი მოგზაური და ცნობილი იუტუბერი ბავორნტატ პენგსუკი (ჰლუნ სოლო) გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ცნობებით, ახალგაზრდა კაცი სასტუმროში დაახლოებით ორი კვირის წინ გარდაიცვალა.

ბოლო დღეების განმავლობაში ჰლუნ სოლოს ოჯახი საზოგადოებას აქტიურად სთხოვდა დახმარებას მის პოვნაში. მათი თქმით, ტაილანდელ იუთუბერთან კავშირი 13 ივლისს გაწყდა, რის შემდეგაც ის საქართველოში მარტო მოგზაურობისას გაუჩინარდა.

ტაილანდურმა მედიამ ძებნის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობა, რომ მათი დიპლომატიური მისიები ქართველ სამართალდამცავებთან და ტაილანდელ მოხალისეებთან ერთად მუშაობდნენ ახალგაზრდისა და მისი ადგილმდებარეობის დასადგენად.

რადიო თავისუფლება ცდილობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას, რათა დამატებითი დეტალები გაირკვეს იმის შესახებ, თუ როდის ეცნობა ოფიციალურად ტაილანდის მხარეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics