|
2026-07-23 22:21:42, 1110 ნახვა
პოლიტიკა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
ზელენსკიმ ფედოროვს ვიცე-პრემიერობა შესთავაზა, თუმცა ექს-მინისტრი მხოლოდ ძველ პოსტზე დაბრუნებას თანხმდება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ახალ ხელისუფლებაში სამხედრო ნოვაციათა განხრით ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. ზელენსკის თქმით, ფედოროვი გუნდში რჩება და ეს პოსტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ტექნოლოგიური განვითარების კოორდინაცია უნდა მოხდეს თავდაცვის სამინისტროს, გენერალურ შტაბსა და პრეზიდენტს შორის. მიუხედავად პრეზიდენტის შეთავაზებებისა, მიხაილო ფედოროვმა ყველა ალტერნატიულ პოზიციაზე უარი განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ზელენსკის მადლობელია, თუმცა სახელმწიფოში ომის მიმდინარეობას უშუალოდ ფრონტზე მყოფთა გარდა მხოლოდ სამი თანამდებობა განსაზღვრავს — პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და მთავარსარდალი, რის გამოც იგი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას განიხილავს. ფედოროვის გათავისუფლებას უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, სადაც მოქალაქეები მისი ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. გასულ კვირაში, პოსტის დატოვების შემდეგ, ფედოროვმა შეიარაღებული ძალების მაშინდელი მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი მართვის ძველი სისტემის გამო გააკრიტიკა, რასაც მათ შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ. შექმნილი საკადრო ცვლილებების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ევჰენ ხმარა დანიშნა, ხოლო შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე სირსკი მიხაილო დრაპატით ჩაანაცვლა.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)