|
2026-07-03 20:17:49, 3241 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
ევროპის სახალხო პარტიის (EPP) გენერალურმა მდივანმა, დოლორეს მონსერატმა, განაცხადა, რომ მას სურს „ძლიერი გზავნილი“ გაუგზავნოს საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ, ვინც საქართველოში სრული დემოკრატიისთვის იბრძვის: „ჩვენ ყოველთვის მათ მხარეს ვართ!“ ევროპელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ EPP სოლიდარობას უცხადებს ამჟამად ციხეში მყოფ ყველა პოლიტიკურ პატიმარს. „ჩვენ უკან არ დავიხევთ. ჩვენი მეორე გზავნილია სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმართან, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან სრული დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და თანასწორობის დასაცავად ქართულ საზოგადოებაში და, რა თქმა უნდა, ყველა დაპატიმრებულ ქალ ჟურნალისტთან. ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია ციხეშია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჩვენ გვსურს, რომ მას და მთელ ქართულ საზოგადოებას ძლიერი გზავნილი გავუგზავნოთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. ის ოთხი შვილის დედაა და ციხეში ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდის“, - განაცხადა მონსერატმა.
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)