|
2026-06-19 21:42:43, 1363 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს და წერს, რომ "უვიზო რეჟიმის შეჩერების ნებისმიერი მუქარა კრიტიკულად უნდა იქნას განხილული". ზურაბიშვილის განცხადებით, ასეთი შედეგი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ წაადგება. "არსებული მმართველი რეჟიმის მიერ პოლიტიკური კურსის გაგრძელება მკვეთრ წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის ნებასთან, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც თანმიმდევრულად და უპირობოდ მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის წინ წაწევის ნაცვლად, მმართველი ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ევროკავშირთან ქვეყნის პარტნიორობის საფუძვლებს. სწორედ ამ ფონზე ვუახლოვდებით საგარეო საქმეთა მომავალ საბჭოს მკაფიო მოლოდინებით და მოვუწოდებთ მინისტრებს, ხელახლა დაადასტურონ თავიანთი მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისადმი, მოითხოვონ სინდისის პატიმრების გათავისუფლება და მოუწოდონ რეჟიმს, უარი თქვას ანტიევროპულ რიტორიკაზე და გააუქმოს ანტიევროპული კანონმდებლობა. ამავდროულად, ჩვენ მოველით, რომ ყველა მიზანმიმართული ზომა, რომელიც მანამდე ერთსულოვნების მოთხოვნის გამო იბლოკებოდა, ახლა სერიოზულად იქნება განხილული. მიუხედავად იმისა, რომ წვდომის შეზღუდვა მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის პრაქტიკაში არაეფექტური აღმოჩნდა, ნებისმიერ უფრო ფართო ზომას უნდა მივუდგეთ მკაფიო პრინციპის გათვალისწინებით: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რეჟიმის პოლიტიკის გამო. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ არის პროცედურული ფორმალობა - ეს არის საქართველოს ყველაზე ხელშესახები ევროპული მიღწევა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მტკივნეული დემოკრატიული რეფორმებისა და ხალხის ურყევი ნების წყალობით იქნა მოპოვებული. ეს არის საქართველოს ევროპული იდენტობის ცოცხალი გამოხატულება და ცოცხალი კავშირი ქართველ ხალხსა და ევროპულ ოჯახს შორის. ამიტომ, უვიზო რეჟიმის შეჩერების ნებისმიერი მუქარა კრიტიკულად უნდა იქნას განხილული. ასეთი შედეგი არ წაადგება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს; ის წაადგება მმართველ რეჟიმს, რომელიც ძალაუფლების კონსოლიდაციას საქართველოს დემოკრატიულ დასავლეთთან კავშირების გაწყვეტის გზით ცდილობს, ასევე საქართველოს მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც სტრატეგიული ინტერესი აქვთ, ქვეყანა ევროპელ პარტნიორებს დააშორონ. ამას წარმატების მიღწევის საშუალება არ უნდა მიეცეს!". - წერს ზურაბიშვილი ღია წერილში.
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)