|
2026-06-16 10:31:36, 2731 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა AI ტალანტები უკვე ცნობილია და ისინი საქართველოს სახელით ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) აგვისტოში ყაზახეთში იასპარეზებენ. ეროვნული ნაკრების წევრები და ოლიმპიადის გამარჯვებულები 12 ივნისს, თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებაზე ოფიციალურად დაჯილდოვდნენ. ეროვნული AI ოლიმპიადის და საქართველოს ნაკრების მთავარი მხარდამჭერია თიბისი. ასტანაში, 103 ქვეყნის მონაწილეებს შორის გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან საქართველოს ნაკრების წევრები: ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მათე რეხვიაშვილი, ნიკოლოზ გეგენავა, გიორგი მაისურაძე, ლუკა ბერიკელაშვილი, ანტონი ინგოროყვა, გიორგი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ კილაძე - გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლე და ნიკოლოზ ყიფშიძე 136-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. „თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის გაღრმავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში ეხმარება. გვიხარია, რომ ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდაჭერით ახალი თაობის განვითარებაში შეგვაქვს წვლილი. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდები განსაზღვრავენ მომავლის ტექნოლოგიურ პროგრესს და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით წარმოაჩენენ საქართველოს“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი. საქართველომ საერთაშორისო AI ოლიმპიადაში პირველად 2025 წელს მიიღო მონაწილეობა და პირველივე წელს ქვეყნისთვის პირველი მედალი მოიპოვა. ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით შეიქმნა. ტექ ოლიმპიადების ჰაბი ტექნოლოგიური განათლების განვითარებასა და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა-გაძლიერებას ემსახურება. ჰაბი უზრუნველყოფს მოსწავლეების მომზადებას, ეროვნული ნაკრებების შერჩევასა და მათ მონაწილეობას ინფორმატიკისა და AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადებში, რითაც ხელს უწყობს ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების განვითარებას და აძლიერებს საქართველოს წარმომადგენლობას საერთაშორისო ასპარეზზე „ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის და ახალ თაობაში ციფრული უნარების გაძლიერებისთვის, ტექ ოლიმპიადების ჰაბი უპრეცედენტო მნიშვნელობის ინიციატივაა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჰაბის დაფუძნება ერთის მხრივ წარმოაჩენს საქართველოს ეროვნული ნაკრებების დიდ საოლიმპიადო შედეგებს, მეორეს მხრივ კი მიზნად ისახავს უფრო მეტი ახალგაზრდას ჩართვას, მომზადება და გადამზადების პროგრამების და ბანაკების უზრუნველყოფას, სხვადასხვა რეგიონების დაფარვას და მოსწავლეთა საუკეთესო პოტენციალის დემონსტრირებას, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტექ ოლიმპიადებში“ - ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი. მონაწილეების ოლიმპიადისთვის მომზადებასა და სპეციალური კურსის შექმნაზე საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) იზრუნა. ინტენსიური, რვათვიანი მომზადების პროცესმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, არა მხოლოდ AI-ის საფუძვლებს დაუფლებოდნენ, არამედ საერთაშორისო ასპარეზისთვის საჭირო უნარებიც განევითარებინათ. „AI ოლიმპიადა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში ახალი თაობის პროფესიონალების განვითარებისთვისაა. კურსის და ეროვნული ოლიმპიადის მონაწილეები და ნაკრების წევრები არამხოლოდ საფუძვლიან ცოდნას იძენენ, არამედ ხედავენ, რამდენად ბევრი შესაძლებლობა მოჰყვება AI-ის განვითარებას. მათ კი შეუძლიათ, განვითარების ნაწილი და შემქმნელებიც იყვნენ. დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი საკუთარი თავის რწმენაა - რწმენა იმის, რომ შეგიძლია. თიბისის განათლების პროგრამები კი სწორედ იმ შესაძლებლობებს ქმნის, რომლებიც ადამიანებს ეხმარება, თავიანთი ამბიციები და მისწრაფებები რეალობად აქციონ, განვითარდნენ და საკუთარი პოტენციალი საერთაშორისო ასპარეზზეც წარმოაჩინონ.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)