|
2026-06-11 13:55:45, 1449 ნახვა
სამართალი
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი დარია სამოდუროვა წერს, რომელიც ამბობს, რომ მას თავად დაუკავშირდნენ ეს ადამიანები და უამბეს, რა პირობებში უწევთ ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში ყოფნა, უკვე 1 წელზე მეტი. რუსეთ-საქართველოს საზღვართან, დარიალის ხეობაში მდებარე საემიგრაციო ცენტრში მოთავსებული უკრაინის მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ცენტრში ამჟამად დაახლოებით 20 ადამიანია, რომლებიც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. უკრაინელების ინფორმაციით, ისინი თითქმის ერთი წელია ოროთახიან საკანში არიან გამოკეტილები. მათივე განცხადებით, ადგილზე მძიმე სანიტარული მდგომარეობაა, არ არის საკმარისი საკვები და შეზღუდულია წვდომა აუცილებელ მედიკამენტებზე. „პირველებთან“ საუბრისას უკრაინის მოქალაქე ყვება, რომ მათთან ერთად მყოფმა ერთმა პირმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სათანადო სამედიცინო დახმარების არქონის გამო მხედველობა დაკარგა და თვალი დაუზიანდა.
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)